სიახლეები

საქართველო

GDS24-ის პირველი ეტაპი | betlive Racing Season

აპრ 18, 2024
GDS24-ის პირველი ეტაპი | betlive Racing Season

6-7 აპრილს დრიფტის 5-ეტაპიანმა ჩემპიონატმა აიღო სტარტი. „betlive Racing Season 2024“-ის ფარგლებში, ქვეყნის საუკეთესო დრიფტერები, რუსთავის ავტოდრომზე შეიკრიბნენ და საქართველოს ჩემპიონობისთვის დაიწყეს ბრძოლა.

6 აპრილს საკვალიფიკაციო რბოლები გაიმართა, ხოლო 7-ში ფინალური ეტაპი შედგა, რომელმაც რუსთავის ავტოდრომზე შეკრებილი გულშემატკივრის მოლოდინი გაამართლა - betlive-სა და Georgian Drift Series-ის დამეგობრების შედეგად, 7 აპრილს, „betlive Racing Season 2024“-ის პირველ ეტაპზე, ავტოსპორტის მოყვარულებმა მაქსიმალური ადრენალინი გამოიმუშავეს და სანახაობრივი დაპირისპირებით უდიდესი სიამოვნება მიიღეს.



პირველი ეტაპის გამარჯვებული GM Tuning & R.E.G Racing Team-ის წევრი, ირაკლი შალიკაშვილი გახდა, რომელიც BMW E92 M3-ს მართავდა. მასთან ერთად პოდიუმზე ალექსანდრე ხეროდინაშვილი (მე-2 ადგილი) Nissan Silvia S14 და გიორგი კოდუა (მე-3 ადგილი) BMW E82 1M ავიდნენ.

საერთო ჩათვლას 105 ქულით ირაკლი შალიკაშვილი ლიდერობს. მეორეადგილოსან ალექსანდრე ხეროდინაშვილს 84 ქულა აქვს, ხოლო პოდიუმის მესამე საფეხურზე მყოფ გიორგი კოდუას 71 ქულა ერგო. აღსანიშნავია, რომ ყველა ეტაპზე გამოვლინდება გამარჯვებული, მაგრამ, საბოლოოდ ხუთივე ეტაპის ქულები დაჯამდება და საუკეთესო ქულების მფლობელი, ჩემპიონის ტიტულს დაეუფლება.



სტატიის ავტორი: ლევან მათეშვილი (belive.ge)